გაკვეთილის გეგმები


გაკვეთილის/აქტივობის დაგეგმვის სქემა
თემა: მუსიკის  ისტორიიდან „კლავესინი“


საგანი:    მუსიკა

კლასი მე-4

დრო: 45 წთ

5-მოსწავლე
შესავალი

გაკვეთილის/აქტივობის ძირითადი მიზანი:
მოსწავლემ შეძლოს ამოიცნოს მუსიკალური ინსტრუმენტი ,,კლავესინი „ხმოვანებითა და აგებულებით. განასხვაოს სხვა ინსტრუმენტისაგან ,შეძლოს ნასწავლი მუსიკალური დამწერლობის ამოცნობა და ჩაწერა.




ინფორმაციის მიწოდება  კლავესინის, როგორც ინსტრუმენტის შესახებ. კლავესინის ხმოვანების გამოცნობა სხვა ინსტრუმენტებისაგან.
 ესგ შედეგი
უს.IV.4. მოსწავლეს შეუძლია მუსიკალური დამწერლობის ნასწავლი  ნიშნების ამოცნობა და ჩაწერა.
უს.IV.13. მოსწავლეს შეუძლია განასხვავოს ერთმანეთისგან მუსიკალური საკრავები.
იცნობსდეს  სხვადასხვა  მუსიკალური საკრავებს, როგორც  ფორმით ასევე  ხმოვანებით.
გაკვეთილის/აქტივობის გეგმა

აქტივობები
მიზანი
მეთოდი
მოსწავლეთა ორგანიზება
რესურსი
დრო
1.საორგანიზაციო საკითხები
გავაცნო მოსწავლეებს გაკვეთილის აქტუალურობა და მნიშვნელობა
ვერბალური მეთოდი
მთელი კლასი

2წთ

2.გონებრივი იერში

წინარე ცოდნის გააქტიურება.
კითვა-პასუხი.
საერთო საკლასო
ბარათები,სხვადასხვა გრძლიობის ნოტები.
5წთ
3.პრაქტიკული სამუშაოს შესრულება
მოწავლის ყურადღების მობილიზება, მოტივაციის ამაღლება,წინარე ცოდნის გააქტიურება
მოსწავლეებს ვურიგებ ბარათებს, რომლებზეც მოცემულია კითხვები და ვთხოვ მოსწავლეებს მოიფიქროს პასუხები.ჩემს მირ დამზადებულ სანოტო სისტენაზე დააწებონ შესაბამისი გრძლიობის ნოტები და დაახასიათონ.
ინდივიდუალური
ბარათები, სანოტო სისტემა.
3წთ
4.აოციაციური რუკის შევსება.
წინარე ცოდნის გააქტიურება ნასწავლ მუსიკალურ ინსტრუმენტებთან დაკავშირებით.
მოსწავლეები იხსენებენ ინსტრუმენტებს და წერენ წრის გარშემო შემდეგ ინსტრუმენტის სახეობებს დაახასიათებენ ჯგუფებად.
მთელი კლასი


წებოვანი ფურცლები. მასწავლებლის მიერ დამზადებული ასოციაციური რუკა და ცხრილი.
5წთ
5.ახალი მასალის ახსნა
მოსწავლე შეძლებს ამოიცნოს მუსიკალური ინსტრუმენტი კლავესინი ხმოვანებით. განასხვავოსის სხვა ინსტრუმენტისაგან
პროექტორის დახმარებით ვიზუალურად ვაჩვენებ ინტრუმენტს. ვესაუბრები მისი შექმნისა და გამოყენების შესახებ.
მთელი კლასი
კომპიუტერი პროექტორი სახელმძღვანელო
5წთ
6.მუსიკალური ნაწარმოებების მოსმენა(ჯგუფური მუშაობა)
სმენის უნარის განვითრება .
კომპიუტერის საშუალებით მოსწავლეებს ვასმენინებ კლავესინზე შესრულებულ მუსიკალურ ნაწარმოებებს.
ჯგუფური მუშაობა.
კომპიუტერი  დინამიკები
10წთ
მუსიკალური ნაწარმოებების შედარება
ახალი მასალის გაგება გააზრების ხელშეწყობა და მიღებული ცოდნის გაზიარება ერთმანეთისათვის.
მოსწავლეებს ვასმენინებ კლავესინზე და  ფორტეპიანოზე შესრულებულ ერთი და იგივე მენუეტს.ისინი ამოიცნობენ და  გამოთქვამენ თავიანთ შეხედულებას თითოეულის შესახებ. პასუხობენ მაწავლებლის მიერ დასმულ კითხვებს
საერთო საკლასო
კომპიუტერი.
10წთ
საშინაო დავალების მიცემა
მიღებული ცოდნის განმტკიცება
მოიძიონ ინტერნეტში კლავესინზე  შესრულებული სხვა კომპოზიტორის მიერ დაწერილი ნაწარმოები.

ინდივიდუალურად
კომპიუტერი,ინტერნეტი.
2წთ
შეფასება
მივაწოდო მოსწავლეს ინფორმაცია მისი წარმატებისა და საჭიროების შესახებ

ვერბალური
ინდივიდუალურად და ჯგუფურად.
შეფასების კრიტერიუმების საშუალებით.
3წთ
მოსწავლეთა დაჯგუფების ფორმები:
დაჯგუფების რომელ ფორმებს გამოიყენებთ ამ აქტივობის განხორციელებისას (მთელი კლასი, წყვილები, სამწევრიანი, ოთხწევრიანი, ჰომოგენური, ჰეტეროგენული და სხვ.)?
A ფაზა - საერთო საკლასო,  ინდივიდუალური   
B ფაზა- საერთო საკლასო და ჯგუფური.
C ფაზა-   ინდივიდუალური.
სასწავლო მასალა:წიგნი, რვეული,ფანქარი,საშლელი, კლავესინის სხვადასხვა  სურათები.  კლავესინზე შესრულებული ბახის და მოცარტის“მენუეტი“
გაკვეთილის/აქტივობის  ეტაპები
A ფაზა 15წთ
გაკვეთილს ვიწყებ საორგანიზაციო ნაწილით, რომლის განმავლობაშიც მოსწავლეებს გავაცნობ გაკვეთილის თემას, მიზანსა და შეფასების სქემას ვაფიქსირებ მოწავლეთა დასწრებას.კითხვა პასუხის რეჟიმში  ვააქტიურებ წინარე ცოდნას  ბავშვები პასუხობენ ჩემს მიერ დასმულ კითხვებს.
1.რა არის გრძლიობა?
2.რა და რა გრძლიობის ნოტები ვიცით?

3.როგორ აღინიშნება მთელი, ნახევარი, მეოთხედი ნოტები. მოსწავლეები ჩემ მიერ გაკეთებულ თვალსაჩინოებაზე სანოტო სისტემაზე   აწებებენ შესაბამისი  გრძლიობის ნოტებს. შემდეგ ასრულებენ როჯერსის სიმღერას მხიარული ნოტები.
გაკვეთილი გაგრძელდება ასოციაციური რუკის შევსებით.მოსწავლეებს  ვთხოვ გაიხსენოს ნასწავლი მუსიკალური ინსტრუმენტები და დაასახელონ ისინი,დაწერონ ინსტრუმენტების სახელები წებოვან ფურცლებზე და განათავსონ მასწავლებლის მიერ დამზადებულ პოსტერზე კლასიფიკაციის მიხედვით.

1        
3         

B ფაზა (წვდომა  15
ცოდნის კონსტრუირებამოსწავლეებს პრეზენტაციის საფუძველზე ვაცნობ მუსკლურ ინსტრუმენტს -კლავესინს, ვუყვები მისი შექმნისა და გამოყენების  შესახებ, ვაჩვენებ მის ფოტოებს. რის შემდეგაც მოსწავლეებს  ვასმენინებ კლავესინზე შესრულებულ ბახისა და მოცარტის მენუეტებს. კლასს ვყოფ ორ ჯგუფად  ვურიგებ ბარათებს, რომელზეც მოცემულია კითხვები მოსმენილი მუსიკალურ ნაწარმოებთან დაკავშირებით. მოსწავლეები აკეთებენ პრეზენტაციას და გამოთქვამენ თავიანთ მოსაზრებას მოსმენილი ნაწარმოებების შესახებ.


C ფაზა (უკუკავშირი15) პრეზენტაციის შემდეგ ვკიტხულობთ სახელმძღვანელოში არსებულ ტექსტს  და
მოწავლეებს ვასმენინებ კლავესინზე და ფორტეპიანოზე შესრულებულ ერთი და იგივე მენუეტს და ვთხოვ ამოიცნონ ისინი ჟღერადობის მიხედვით, რომელია ფორტეპიანოზე შესრულებული და რომელი კლავესინზე. გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები ამასთან დაკავშირებით.(ინდივიდუალურად). გაკვეთილის დასასრულს მოწავლეებს ვაძლევ საშინაო დავალებას  და   შეფასების მიზნით ვაძლევ განმავითარებელ კომენტარს.

თვითშეფასება; მოსწავლის შედეგი იქნება ჩემი თვითშეფასების კრიტერიუმი.ყველა მოსწავლის მიერ მიზნის მისაღწევი აქტივობების წარმატებით განხორციელებისას და დადებითი შეფასების შემთხვევაში,ჩემი თვითშეფასება იქნება მაღალი.  თუ მოსწავლეთა უმრავლესობა ვერ შეძლებს აქტივობების წარმატებით შესრულებას და ვერ მიიღებს დადებით შეფასებას, შესაბამისად თვითშეფასება მექნება დაბალი.
P.S. - როგორც აქტივობის დასრულების შემდეგ ასევე გაკვეთილის დასრულებისას მასწავლებელი აძლევს განმავითარებელ კომენტარს მოსწავლეებს.



კრიტერიუმი
მაღალი მზაობა
საშუალო მზაობა
დაბალი მზაობა
მოსწავლე უსმენს დსა საუბრობს მოსმენილი მუსიკალური ნაწარმოების შესახებ.

ისმენს ყურადღებით,გამოხატავს მოსმენილის მიმართ საკუთარ დამოკიდებულებას.
ისმენს ყურადღებით ,მაგრამ უჭირს მოსმენილის მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა.
არ ააქვს ნებისყოფა მოისმინოს ყურადღებით . ვერ გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას
.
მოსწავლე ამოიცნობს და ჩაწერს სანოტო სისტემის ნიშნებს
მუშაობს დამოუკიდებლად .
.მუშაობს სხვისი დახმარებით.
მიუხედავათ დახმარებისა ვერ ართმევს თავს მითითებულ სამუშაოს შესრულებას.
მოსწავლე ამოიცნობს და ასხვავებს  მუსიკალურ ინსტრუმენტებს


ამოიცნობს და განასხვავებს დამოუკიდებლათ   მუსიკალურ ინსტრუმენტებს.
ამოიცნობს და განასხვავებს მასწავლებლის დახმარებით მუსიკალურ ინსტრუმენტებს.
მიუხედავად დახმარებისა ვერ ამოიცნობს მუსიკალურ ინსტრუმენტს.








Комментариев нет:

Отправить комментарий